კახა კუჭავა - არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს
კახა კუჭავა - არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს

არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა კანონდამრღვევის მისამართით შესაბამისი ზომები გატარდება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ თუ რამე ხდება, ყველაფერზე არის თანამდებობის დატოვების მოთხოვნა. არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს, ამიტომ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები ყველა კანონდამრღვევის მისამართით, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შედეგები ნდობის აღდგენის კუთხით მოსახლეობისთვის იყოს წარდგენილი. ჩაერთვებიან ამაში როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი ექსპერტები, რათა ობიექტურობასთან და შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.