კახა კუჭავა - არ შეიძლება, დაცულ ლანდშაფტში განხორციელდეს ენერგეტიკული პროექტები
კახა კუჭავა - არ შეიძლება, დაცულ ლანდშაფტში განხორციელდეს ენერგეტიკული პროექტები

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული პროექტების განხორციელების წინააღმდეგია. კუჭავას თქმით, ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იმ პროექტებთან მიმართებაში დაიშვას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს შეესაბამება.

პარლამენტში დღეს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტზე მსჯელობა იწყება.

„როდესაც კანონპროექტში წერია მასშტაბური ენერგეტიკული პროექტები, ეს სიტყვა აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული. და, თუ ენერგოპროექტის განხორციელება, საჭიროებიდან გამომდინარე, არის განსაკუთრებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა დავუშვათ გარკვეული გამონაკლისი. თუმცა, აუცილებელი არ არის ეს იყოს ჰესი, შეიძლება დამონტაჟდეს მზის პანელები. ასევე, აუცილებელია, განიმარტოს, რომ ენერგოპროექტი არ უნდა იყოს გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის. ამ ნაწილში აუცილებელია კორექტირება და ეს მუხლი საერთოდ უნდა იყოს ამოღებული. რადგან, არ შეიძლება დაცულ ლანდშაფტში განხორციელდეს ენერგეტიკული პროექტი. ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ძალიან ზუსტად, რომ ეკონომიკური მიზნებისთვის არ შეიქმნას კომერციული ობიექტები და რა თქმა უნდა, ზედმეტია საუბარი რამის მასშტაბურობაზე”, – განაცხადა კახა კუჭავამ.