კახა კუჭავა - ამ მძიმე წუთებში ყველას გვაერთიანებს სიცოცხლის გადარჩენის რწმენა
კახა კუჭავა - ამ მძიმე წუთებში ყველას გვაერთიანებს სიცოცხლის გადარჩენის რწმენა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბათუმში სახლის ჩამონგრევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ამ მძიმე წუთებში, ჩვენ, ყველას გვაერთიანებს რწმენა სიცოცხლის გადარჩენისა. მაშველები ამ დრომდე თავგანწირვით იბრძვიან და აგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს.

ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე!“ – წერს კახა კუჭავა „ფეისბუქში“.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მალევე მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც უკვე გაეწერა კლინიკიდან. მაშველებმა ნანგრევებიდან შემდგომ ამოიყვანეს შუახნის ქალი. მოგვიანებით, ამოიყვანეს მამაკაცი.

ნანგრევებიდან მაშველებმა გარდაცვლილი ქალი ამოიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.