კახა კუჭავა - ახალი რელგამენტი აქტიურად უნდა გამოვიყენოთ, დეპუტატებს სურვილი უნდა ჰქონდეთ პარლამენტში მუშაობის და არა ბოიკოტის
კახა კუჭავა - ახალი რელგამენტი აქტიურად უნდა გამოვიყენოთ, დეპუტატებს სურვილი უნდა ჰქონდეთ პარლამენტში მუშაობის და არა ბოიკოტის

ახალმა რეგლამენტმა საპარლამენტო ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კუჭავამ კომენტარი გააკეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კრიზისულ ვითარებაში პარლამენტი ფაქტობრივად უარს ამბობს თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ანგარიშს არ გაცნობია, თუმცა პანდემიის დროს საპარლამენტო საქმიანობაში ბევრი რამ ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა განხორციელებულიყო.

„პანდემიის დროს პარლამენტი გარკვეული პერიოდის მანძილზე დისტანციურ მუშაობაზე იყო, ეს დეპუტატებს არ ეხებოდათ, თუმცა პარლამენტი საქმიანობას დისტანციურად წარმართავდა. მნიშვნელოვანია, ის ინსტრუმენტები, რომელიც რეგლამენტშია, სრულად იყოს გამოყენებული, რათა გაძლიერდეს ზედამხედველობა მთავრობაზე. ახალმა რეგლამენტმა საპარლამენტო ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა. განსაკუთრებით ზედამხედველობის თვალსაზრისით. გამოყენებული იყო ბერკეტები, რაც არსებობს. ახალი რელგამენტი აქტიურად უნდა გამოვიყენოთ და დეპუტატებს სურვილი უნდა ჰქონდეთ პარლამენტში მუშაობის და არა ბოიკოტის. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, გაზრდილია მინისტრების, პრემიერის მოსმენების რაოდენობა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი