კახა კუჭავა აცხადებს, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა 70 პროცენტამდე ვაქცინირებულია

17:15, 31.08.2021

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც კუჭავამ აღნიშნა, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა 70 პროცენტამდე ვაქცინირებულია.

„პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა დაახლოებით 70 პროცენტი ვაქცინირებულია, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კუჭავამ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა, ექიმებს კი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი