კახა კუჭავა აცხადებს, რომ 13 კონგრესმენის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის თაობაზე გაკეთებული ჩანაწერი კონტექსტიდან მთლიანად ამოგლეჯილია
კახა კუჭავა აცხადებს, რომ 13 კონგრესმენის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის თაობაზე გაკეთებული ჩანაწერი კონტექსტიდან მთლიანად ამოგლეჯილია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის თაობაზე გაკეთებული ჩანაწერი მთლიანად ამოგლეჯილია კონტექსტიდან. როგორც ჟურნალისტებს კუჭავამ განუცხადა, „რესპუბლიკელების“ შიდაპარტიული დოკუმენტი საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ეთმობა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

დეპუტატის თქმით, დოკუმენტი ხაზს უსვამს იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა საქართველოსთან და პირიქით, მოწოდებაა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები მაქსიმალურად გაძლიერდეს და კიდევ უფრო გამყარდეს.

„ამ დოკუმენტის მთელი პათოსის ფონზე ის ერთი წინადადება, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, მთლიანად ამოგლეჯილია კონტექსტიდან. ის სამუშაო პირდაპირ ჩანს, რომელიც ლობისტებმა გასწიეს, რომ ეს ერთი წინადადება როგორმე მოხვედრილიყო დოკუმენტში. თუ წინასაარჩევნო პერიოდს გავითვალისწინებთ, დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის შიდა კვლევები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ატარებენ და ის დაბალი რეიტინგი, რომელიც მათ აქვთ თავისივე კვლევებში, ცალსახად მიუთითებს, თუ რამდენად გააქტიურეს ყველა არხი, რომ ბოლომდე შეძლონ დისკრედიტაცია მთავარი მიღწევების, რომელიც ქვეყანას აქვს. პირველ რიგში, ეს არის ზუსტად ის, რაზეც არის ხაზგასმა – სტაბილურობა, რომელიც ამ მთავრობის ხელში, ქვეყანამ ცალსახად წარმოაჩინა, თუ რამდენად მაღალი პრიორიტეტი. ისეთი სტრატეგიული პარტნიორი, როგორიც ამერიკაა, ამ კუთხით ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად აგრძელებს ჩვენთან ერთად თანამშრომლობას”, – განაცხადა კუჭავამ.

აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნასახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.