კახა კუჭავა - 900 წელი გავიდა, რაც ქართველებმა სამაგალითო გამარჯვება მოვიპოვეთ მტერზე, მჯერა, სახელმწიფოებრივი და ეროვნული აზროვნების ყველაფერზე მაღლა დაყენებით შევძლებთ მომავალშიც ასეთი გამარჯვებების მოპოვებას
კახა კუჭავა - 900 წელი გავიდა, რაც ქართველებმა სამაგალითო გამარჯვება მოვიპოვეთ მტერზე, მჯერა, სახელმწიფოებრივი და ეროვნული აზროვნების ყველაფერზე მაღლა დაყენებით შევძლებთ მომავალშიც ასეთი გამარჯვებების მოპოვებას

900 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველებმა ნამდვილად სამაგალითო გამარჯვება მოვიპოვეთ მტერზე, დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებით დაგვიტოვა მაგალითი, რომლითაც იამაყებდა ნებისმიერი ერი და ქვეყანა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „დიდგორობაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ისტორიულად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილას და დღეს ვდგავართ. 900 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველებმა ნამდვილად სამაგალითო გამარჯვება მოვიპოვეთ მტერზე. დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებით დაგვიტოვა მაგალითი, რომლითაც იამაყებდა ნებისმიერი ერი და ქვეყანა. მჯერა, რომ სახელმწიფოებრივი და ეროვნული აზროვნების ყველაფერზე მაღლა დაყენებით ჩვენ შევძლებთ მომავალშიც ასეთი დიდი გამარჯვებების მოპოვებას. მჯერა, რომ ერის ერთობით და მაშინ, როდესაც სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ, მიუხედავად იმისა, რამდენად ძლევამოსილი, რამდენად სიმრავლით იყოს წარმოდგენილი მტერი, ამ ბრძოლის ველზე ჩვენმა წინაპრებმა დაღვარეს სისხლი, შესწირეს სიცოცხლე იმ ოცნებას, რომლისთვისაც ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას – საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი, გაერთიანებული.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს შექმნილი ის საფუძველი, რომელზეც ჩვენ უნდა დავაშენოთ 21-ე საუკუნის ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, აღვასრულოთ ის ოცნება, რომელიც ჩვენი წინაპრების ნამდვილად სანუკვარი ოცნება იყო, რომ საქართველო ვიხილოთ გაერთიანებული, ძლიერი და ნათელი მომავლით. გილოცავთ ყველას, ვულოცავ მთელ საქართველოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლის იუბილეს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.