კახა კოჟორიძე - სამწუხაროა, რომ ძალიან გახშირდა სახალხო დამცველის მიმართ გაუგებარი და მიუღებელი განცხადებები
კახა კოჟორიძე - სამწუხაროა, რომ ძალიან გახშირდა სახალხო დამცველის მიმართ გაუგებარი და მიუღებელი განცხადებები

სამწუხაროა, რომ ძალიან გახშირდა სახალხო დამცველის მიმართ გაუგებარი და მიუღებელი განცხადებები, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე უჩა ნანუაშვილის მიმართ ბოლო დროს გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

კოჟორიძის თქმით, სახალხო დამცველი მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს ასრულებს და მისთვის გაუგებარია პოლიტიკოსების უარყოფითი განცხადებები.

„ჩვენ გვახსოვს წლების წინ, რომ სახალხო დამცველს მიტინგის დარბევის დროს ვცემდით. დღეს აღარ ვცემთ და შეიძლება ვიღაცისთვის ეს პროგრესის მანიშნებელი იყოს. თუმცა, სინამდვილეში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დემონსტრირება იმისა, რომ არ გვესმის კარგად რა არის სახალხო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებულ ანგარიშს უარყოფითად გამოემხაურა. ასევე, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუცმენია.