კახა კიკნაველიძე - ფინანსთა მინისტრისა და ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ეხებოდა
კახა კიკნაველიძე - ფინანსთა მინისტრისა და ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ეხებოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბანკების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ განუცხადა, სამუშაო შეხვედრა მინისტრთან საკმაოდ კონსტრუქციული იყო და ეხებოდა სასტარტო კაპიტალის პროგრამას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს იყო, საკმაოდ ჯანსაღი ზრდაა. სწორედ ამ ზრდის განვითარება უნდა გაგრძელდეს 2019-2019 წლებშიც. შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან დახურული იყო და ამიტომ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- აღნიშნა კიკნაველიძემ.

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.