კახა კალაძე - მეორე ფრონტთან დაკავშირებით შეგიძლიათ, ამოიღოთ უკრაინის თანამდებობის პირთა განცხადება, რაც შეეხება ევროკავშირს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, საჭირო თუ იქნება, მტკიცებულებებსაც გამოვაქვეყნებთ, რაც ხდებოდა  პრემიერის კაბინეტში
კახა კალაძე - მეორე ფრონტთან დაკავშირებით შეგიძლიათ, ამოიღოთ უკრაინის თანამდებობის პირთა განცხადება, რაც შეეხება ევროკავშირს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, საჭირო თუ იქნება, მტკიცებულებებსაც გამოვაქვეყნებთ, რაც ხდებოდა  პრემიერის კაბინეტში

მეორე ფრონტთან დაკავშირებით შეგიძლიათ, ამოიღოთ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირთა განცხადება, რაც შეეხება ევროკავშირს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, საჭირო თუ იქნება, მტკიცებულებებსაც გამოვაქვეყნებთ, რაც ხდებოდა პრემიერის კაბინეტში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს, ევროკავშირიდან ვინ მოუწოდა საქართველოს მთავრობას მეორე ფრონტის გახსნისკენ და იძებნება თუ არა ასეთი საჯარო განცხადება.

„შეგიძლიათ, ამოიღოთ მაღალი თანამდებობის პირების განცხადება. მაგალითისთვის უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადება. რაც შეეხება ევროკავშირს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში რაც ხდებოდა, ამაზე ზოგადად ვისაუბრეთ. საჭირო თუ იქნება, ამის მტკიცებულებებსაც გამოვაქვეყნებთ და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. ჩვენს ამომრჩეველს ყველაფერი კარგად აქვს გათვითცნობიერებული და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ქვეყანა, სამშობლო უყვარს და ამ ქვეყნის ფასი იცის, ძალიან კარგად აანალიზებს, რა ხდება საქართველოსთან მიმართებით და რა ხდება, ზოგადად, მსოფლიოში, რა პროცესები მიმდინარეობს. ამის საუკეთესო გამოძახილია საპარლამენტო არჩევნები, რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.