კახა კალაძის ყოფილი მოადგილე მუშაობას შსს-ში გააგრძელებს

22:31, 28.11.2017
C

C

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც პირველ არხს თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ნიკოლეიშვილი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე შსს-ს დაცვის პოლიციის უფროსად ინიშნება.

კახა კალაძემ გიგა ნიკოლეიშვილი მოადგილის თანამდებობაზე 13 ნოემბერს წარადგინა.

ნიკოლეიშვილი თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მოადგილეც იყო.

მსგავსი