კახა კალაძის ინიციატივის საპასუხოდ ავტოფარეხებს წერეთლის N99-შიც აიღებენ 
კახა კალაძის ინიციატივის საპასუხოდ ავტოფარეხებს წერეთლის N99-შიც აიღებენ 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას ავტოფარეხების ადგილზე სკვერების მოწყობის შესახებ წერეთლის N99-ში მცხოვრებლები გამოეხმაურნენ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წერეთლის N99-ში მცხოვრებლები თანახმაა არიან, რომ 17 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდეს.

მანამდე, დედაქალაქის მერის ინიციატივას წერეთლის N93-ის მცხოვრებელბი გამოეხმაურნენ და ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში დაიწყება.