„ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზაგამტარის მშენებლობა დროებით შეჩერდება
„ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზაგამტარის მშენებლობა დროებით შეჩერდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საბიუჯეტო შემოსავლების კლების გამო ერთი პროექტი, რომელიც შეჩერდება, იქნება გზაგამტარის მშენებლობა „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ერთი პროექტი, რაც შეჩერდება, რაზეც უკვე შემიძლია გადაწყვეტით გითხრათ, ეს არის „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი გზაგამტარის მშენებლობა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი არ განხორციელდება. უბრალოდ, დროში გადაიწევს. სხვა პროექტებთან მიმართებაშიც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.