კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების სრულად მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული
კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების სრულად მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული

თბილისის მერი კახა კალაძე ამ დროისთვის ვერ საუბრობს, როდის შეიძლება მოიხსნას შეზღუდვები სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, უკვე ცნობილია შეზღუდვების მოხსნის რამდენიმე ეტაპი.

კალაძე ამბობს, რომ შეზღუდვების სრულად მოხსნაზე გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღება.

„სასაფლაოებზე ზუსტად ვერ გეტყვით, გამიჭირდება. შეზღუდვების მოხსნის რამდენიმე ეტაპია გაჟღერებული ჩვენი მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, თუ რა ვითარებაა, როგორ მიდის პროცესები და ამის მიხედვით იქნება ყველა გადაწყვეტილება სრულფასოვან გახსნასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.