კახა კალაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა   
კახა კალაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა   

თბილისის მერი კახა კალაძე თურქეთის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

დედაქალაქის მერმა ღრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„უმძიმესია სიტყვებით გადმოცემა იმ ტრაგედიის, რაც თურქეთში, კონკრეტულად სტიქიის ზონაში ხდება. მინდა, მივუსამძიმრო თურქ ხალხს და ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი მათ გვერდითაა. მშვიდობას ვუსურვებ თურქ ხალხს და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.