კახა კალაძემ „თბილისობასთან“ დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და თბილისში სტუმრად მყოფი დელეგაციებისთვის საზეიმო მიღება გამართა
კახა კალაძემ „თბილისობასთან“ დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და თბილისში სტუმრად მყოფი დელეგაციებისთვის საზეიმო მიღება გამართა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილისობასთან“ დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და თბილისში სტუმრად მყოფი დელეგაციებისთვის საზეიმო მიღება გამართა. შეხვედრას სააპატიო თბილისელებიც ესწრებოდნენ.

მიღებაზე იმყოფებოდნენ ამანის, ლუბლინის, ლვოვის, ბიალისტოკის, ერევნის, ვილნიუსის, რიგის, ტალინის, ნანტის, ზაარბრიუკენის, ხარკოვის, ბიშკეკისა და ალ დაიენის (დოჰა) დელეგაციები.

წლევანდელი „თბილისობის“ პარალელურად, ღონისძიებაზე აღინიშნა ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისის დაძმობილების 40 წლისთავი, რომელიც გასულ წელს შესრულდა და ნანტი-თბილისის დაძმობილების 40 წლისთავი.

გარდა ამისა, შესრულდა ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის ხუთიწლისთავი. ამ იუბილესთან დაკავშირებით ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პოლონელი ხელოვნების არტურ პოპეკისა და რომან კრავჩენკოს გამოფენა გაიხსნა.