საახალწლო ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირსა და უწყებას კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა
საახალწლო ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირსა და უწყებას კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებების მოწყობაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, წლევანდელი წელი თბილისისთვის განსაკუთრებული იყო.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო საახალწლო ღონისძიებების მოწყობაში, ჩართული იყო იმაში, რომ შეექმნა დედაქალაქში საახალწლო განწყობა. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა – როგორც რეგიონებიდან ჩამოსული, ისე უცხო ქვეყნიდან. წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის. საახალწლო ილუმინაციებით, საახალწლო სოფლით, ორბელიანის და პირველი რესპუბლიკის მოედანი. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო – მომღერლებს, მსახიობებს და ყველას, ვინც მონაწილეობდა ღონისძიებებში. არ შემიძლია, არ გამოვყო შსს, საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური. ასევე მადლობა ბიზნესს, ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.