კახა კალაძემ რობერ სტურუას ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელი გადასცა 
კახა კალაძემ რობერ სტურუას ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელი გადასცა 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რეჟისორ რობერ სტურუას ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელი გადასცა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე რეჟისორს მადლობა გადაუხადა.

„რამოდენიმე დღის წინ გამოჩენილ რეჟისორსა და დრამატურგს რობერტ სტურუას 80 წელი შეუსრულდა. მინდა, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მივულოცო აღნიშნული თარიღი, ვუსურვო პირველ რიგში ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინდა, სიგელი გადავცე ჩვენთვის საყვარელ ადამიანს. საბედნიეროდ დედაქალაქს ყავს და ყოველთვის ყავდა გამორჩეული ადამიანები, რომელთა საქმიანობა, შემოქმედება ქალაქის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხიბლს აძლევდა. დიდი სიყვარულით ვულოცავ ბატონ რობიკოს”, – განაცხდა კახი კალაძემ.

დატოვე კომენტარი