კახა კალაძემ ორთაჭალაში, გრიშაშვილის ქუჩაზე განახლებული სკვერი დაათვალიერა
კახა კალაძემ ორთაჭალაში, გრიშაშვილის ქუჩაზე განახლებული სკვერი დაათვალიერა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ორთაჭალაში, გრიშაშვილის ქუჩაზე განახლებული სკვერი დაათვალიერა.

სკვერი ფართობი 1000 კვ.მ ფართობზეა მოწყობილი, ის თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდა.

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, თბილისის საკრებულომ სკვერის სახელდება მოახდინა და იოსებ გრიგაშვილის სახელი მიენიჭა. ღონისძიებაზე თეატრალური სანახაობა წარადგინეს.

„მახსოვს, როდესაც წინასაარჩევნოდ ადგილობრივებს ვხვდებოდით, აქ გამოვიარე და ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. დღეს კი უკვე გალამაზებული და კეთილმოწყობოლია. პატარა სივრცეა, თუმცა რა შესაძლებლობაც იყო, ულამაზესი პროექტი გამოვიდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სკვერის განახლებაზე 317 000 ლარი დაიხარჯა.