კახა კალაძემ მრგვალ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
კახა კალაძემ მრგვალ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მრგვალ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მრგვალ ბაღში მოპირკეთების და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში მოსახლეობას ბაღით სარგებლობა შეეძლება.

„თქვენ იცით, რამხელა პრობლემები იყო ამ პროექტთან დაკავშირებით, რადგან კომპანია, რომელიც ახორციელებდა პროექტს, არაკეთილსინდისიერად მოიქცა და შუა გზაში გავუწყვიტეთ სამუშაო. როგორც ხედავთ, უკვე მალე დამთავრდება ყველანაირი სამუშაოები და რაც მიხარია ძალიან მაგარი სივრცე გამოდის, თავისი ახალი მცენარეებით, რომელიც ირგვება, თავისი ქვემოთ რაც დავაგეთ მოზაიკის სტილი და ფანტანი, რომელიც ულამაზესია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი