კახა კალაძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღდგენილი ფასადი და ახლადმოწყობილი დეკორატიული განათება დაათვალიერა
კახა კალაძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღდგენილი ფასადი და ახლადმოწყობილი დეკორატიული განათება დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღდგენილი ფასადი და ახლადმოწყობილი დეკორატიული განათება დაათვალიერა. სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას, 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებას და საძირკვლის გაძლიერებას, ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს, მხატვრულ- დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, კარ-ფანჯრების განახლებას, დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციას; შენობის, ეზოსა და ისტორიული ღობეების რესტავრაცია -რეაბილიტაციას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერში დეკორატიული ოთახების და დარბაზების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დასრულებულია შენობის სახურავის და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, შენობის ფასადის პირვანდელი სახით აღდგენა, შენობის ბალუსტრადების უდიდესი ნაწილის სარესტავრაციო სამუშაოება, შენობის კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები, ფასადის დეკორატიული განათების, სასახლის შესასვლელის და ტროტუარის მოწყობა.

პროექტის ღირებულებაა 33 მლნ 700 ათასი ლარი.

დატოვე კომენტარი