კახა კალაძემ ჟურნალისტს მიმართა - დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული
კახა კალაძემ ჟურნალისტს მიმართა - დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული

დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვა დაუსვა.

კერძოდ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯიბღაშვილმა დაკავებისას თქვა, რომ დაურეკონ კახა კალაძეს.

„დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული. ამიტომ კარგად მომზადებული მოდით და მერე დამისვით კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ადვოკატ ამირან გიგუაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ დაკავების პროცესში ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.