კახა კალაძე - ვატარებ საარჩევნო კამპანიას, სააკაშვილი არ მაინტერესებს
კახა კალაძე - ვატარებ საარჩევნო კამპანიას, სააკაშვილი არ მაინტერესებს

საერთოდ არ მაინტერესებს სააკაშვილი და არ არის საინტერესო, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა შეეხებოდა „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს საკითხი მისთვის საინტერესო არ არის.

„არ ვიცი, საერთოდ არ მაინტერესებს სააკაშვილი და არ არის საინტერესო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვარ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვატარებ საარჩევნო კამპანიას. ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ კითხვები, შემიძლია, გიპასუხოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი