კახა კალაძემ დიდ დიღომში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
კახა კალაძემ დიდ დიღომში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა კორპუსის შიდა გზები. სულ მიმდებარე ტერიტორიაზე 4300 კვ მეტრის ასფალტის საფარი იგება, ასევე ეწყობა ბორდიურები.

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის 260 000 ლარი გამოიყო.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯეო გრუპი“ ახორციელებს.