კახა კალაძემ და თამაზ თამაზაშვილმა „ქართულ ოცნებას“ საოფისე ფართები დაუთმეს
კახა კალაძემ და თამაზ თამაზაშვილმა „ქართულ ოცნებას“ საოფისე ფართები დაუთმეს

„ქართული ოცნების“ შემომწირველთა შორის კახა კალაძე და თამაზ თამაზაშვილი არიან. ორივე შემთხვევაში საუბარია არაფულად შემოწირულობაზე, ანუ საოფისე ფართის დათმობაზე. ანგარიში პარტიის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

9-28 აპრილის ანგარიშის თანახმად, თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართულ ოცნებას“ სამტრედიაში მდებარე 93.90 კვ.მ. ფართი 251 დღით, უსასყიდლოდ დაუთმო (რაც 5 125 ლარად შეფასდა), თამაზ თამაზაშვილმა კი დედოფლისწყაროში მდებარე 123.24 კვ.მ. ფართი – 256 დღით (7 800 ლარის არაფულადი შემოწირულობა).

9-28 აპრილის პერიოდში ერთადერთი ფულადი შემოწირულობა მოქალაქე დიმიტრი ჩქარეულისგანაა დაფიქსირებული, რომელმაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ, საწევროს სახით, 20 ლარი შეიტანა.