კახა კალაძემ და ტალინის მერმა, ტაავი აასმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
კახა კალაძემ და ტალინის მერმა, ტაავი აასმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თბილისი მერმა, კახა კალაძემ და ტალინის მერმა, ტაავი აასმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თბილისის მერის თქმით, ამიერიდან ესტონეთის დედაქალაქთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დედაქალაქებს შორის შედგება ეს ურთიერთობა. ურთიერთობა არსებობდა, თუმცა უზარმაზარი პოტენციალი გვაქს, რომ კიდევ უფრო გავაღმაოთ. ძალიან სიმბოლურია, რომ რესპუბლიკის 100 საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვაფორმებთ ამ მემორანდუმს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტალინსა და თბილისს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით იქნება.

„გარემოს დაცვის, ეკოლოგიის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწერიგებასთან დაკავშირებით გვინდა გავიზიაროთ მათი გამოცდილება. შეიძლება ითქვას, რომ ტალინი არის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი სტარტაპების დაფინასების თვალსაზრისით. ყველა ეს გამოცდილება გვინდა გავიზიაროთ და გადმოვიტანოთ ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.