კახა კალაძემ და გიორგი ტყემალაძემ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
კახა კალაძემ და გიორგი ტყემალაძემ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.

კახა კალაძე და გიორგი ტყემალაძე მირზა ფათალა ახუნდოვის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ და დღესასწაული აზერბაიჯანელებთან ერთად აღნიშნეს. გაეცნენ ნოვრუზ ბაირამის შესახებ ინფორმაციებს და აზერბაიჯანულ ტრადიციებს.

ნოვრუზ ბაირამი სახალხო დღესასწაულია და გაზაფხულის დაწყებამდე, ბუნიობის დაწყებამდე ოთხ სამშაბათს ზეიმობენ.

თითოეული სამშაბათი დედამიწის სტიქიურ მოვლენებს განასახიერებს. სიტყვა ნოვრუზი ახალ დღეს აღნიშნავს. კალაძეს და ტყემალაძეს აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი გადასცეს.