კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე გამწვანების ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა [ფოტო]

13:47, 20.11.2018

თბილისი მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მასშტაბური გამწვანება ქალაქის მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მწვანე სივრცეები ალამაზებს ქალაქს და ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარების გამოსწორებას.

„მნიშვნელოვანი პროექტია „გაამწვანე თბილისი“. ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, საშემოდგომო ხე-მცენარეების დარგვა. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენ ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის მწვანე სივრცეები ქალაქში, პარკები, სკვერები, არსებული მდგომარების გამოსწორება. მწვანე სივრცეები ალამაზებს ქალაქს და ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარების გამოსწორებას და ეს სამუშაოები მომავალში მოგვცემს შედეგს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე 6000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის 2500-მდე ბუჩქი (კვიდო, უთხოვარი, ფიტოსპორუმი, ფოტინია, წყავი, ბზა, ჭყორი) მოწესრიგდება სარწყავი სისტემა  და დაიგება ბალახი.

საშემოდგომო გამწვანების აქციაში თბილისის მერთან ერთად მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა.

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, უვე კოსტავა-შარტავას ქუჩებზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები, წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და პეკინის გამზირზე, საქართველოს ეროვნული არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორია გამწვანდა.

მსგავსი