კახა კალაძემ ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში „Street Art”-ის დასრულებული ნამუშევრები დაათვალიერა
კახა კალაძემ ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში „Street Art”-ის დასრულებული ნამუშევრები დაათვალიერა

თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელში, „street art”-ის დასრულებული ნამუშევრების დათვალიერება გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დაესწრო. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ანალოგიური სამუშაოები თბილისის სხვადასხვა უბნებში ჩატარდება.

„ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში დამთავრდა კედლების მოხატვა და თქვენ ხედავთ, რა სილამაზეა. ძალიან მიხარია ამ ფესტივალში ახალგაზრდების ჩართულობა, მათ გაალამაზეს ქალაქი. ვაპირებთ,თბილისის სხვადასხვა უბნებში, ქუჩებსა და სახლის კედლებზეც განვახორციელოთ ანალოგიური სამუშაოები. ჩამოსულები იყვნენ ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრები. ისინიც მუშაობდნენ და მათაც მინდა მადლობა გადავუხადო. მიხარია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა იგრძნობა ქალაქის გალამაზებაში და ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია.”

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით განხორციელებულ ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში  როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მხატვრები მონაწილეობდნენ.