კახა კალაძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია
კახა კალაძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შესაძლოა, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი.

„ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმები, უამრავი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ასეთი განცხადებები პრობლემებს ქმნის, პირველ რიგში, ჩვენს ხალხში, ქართველებში, რადგან უჩენს სკეპტიციზმს. ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი, აუცილებლად უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა ესტონეთის პრეზიდენტს, ასეთი ტიპის განცხადებები აფუჭებს თუ არა ურთიერთობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.