კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს
კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს.

ამის შესახებ კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

„ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. აქ საზოგადოების მხარდაჭერა დამჭირდება და ვფიქრობ, ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.