კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პოლიტიკა გავათავისუფლოთ დესტრუქციული ძალებისგან
კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პოლიტიკა გავათავისუფლოთ დესტრუქციული ძალებისგან

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პოლიტიკა გავათავისუფლოთ დესტრუქციული ძალებისგან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ პოლიციელებთან დაკავშირებით გუბაზ სანიკიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ასეთი განცხადებები წლების განმავლობაში ისმის.

„ეს არის ბანდა ადამიანებს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ასეთ განცხადებებს უკვე წლებია ვისმენთ. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა, მოვუწოდო სიმშვიდისკენ, არავის მიეცემა ქვეყანაში არეულობის შემოტანის საშუალება, არავის არ მიეცემა საშუალება ახალგაზრდების დაპირისპირების. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პოლიტიკა გავათავისუფლოთ დესტრუქციული ძალებისგან. ახალი პოლიტიკოსები შემოვიდნენ, ახალი პოლიტიკური პარტიები გაჩნდება,  რომლებსაც ექნება ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გუბაზ სანიკიძემ პოლიციელებს მიმართა და აღნიშნა: „ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებითა და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას, ფრთხილად იყავით, თორემ სახელით და გვარებით მოგაკითხავთ ყველას“.