კახა კალაძე - ვწუხვარ სახალხო არტისტის, საპატიო თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო
კახა კალაძე - ვწუხვარ სახალხო არტისტის, საპატიო თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო

თბილისის მერი კახა კალაძე მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

„ვწუხვარ საქართველოს სახალხო არტისტის, საპატიო თბილისელის, ყველასთვის საყვარელი პიროვნების, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო.

თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი დაკარგა ქვეყანამ, სამაგალითო მოქალაქე და კარგი თბილისელი – ჩვენმა ქალაქმა.

ვიზიარებ ბატონი ჯემალის ოჯახის წევრების, მისი კოლეგების, ქართული კულტურის წარმომადგენლების დიდ გულისტკივილს!“ – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.