კახა კალაძე – ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო, თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას
თბილისის მერი კახა კალაძე თურქ ხალხსა და თურქეთის ხელისუფლებას თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო უსამძიმრებს.
„ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
I’m deeply saddened by the tragedy and the loss of life in the crash of the Turkish military aircraft. My thoughts are with the people and authorities of Turkey.
— Kakha Kaladze (@kakhakala) November 11, 2025