კახა კალაძე - ვწუხვარ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, კარგი მოქალაქე, უკომპრომისო, მებრძოლი პატრიოტი კაცი დაკარგა თბილისმა და საქართველომ
თბილისის მერი კახა კალაძე ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ვწუხვარ ქართველი პოლიტიკოსის, ბიზნესმენის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.
კარგი მოქალაქე, უკომპრომისო, მებრძოლი პატრიოტი კაცი დაკარგა თბილისმა და საქართველომ.
ვიზიარებ ლევანის ოჯახის წევრების, მეგობრების დიდ გულისტკივილს“, – წერს კახა კალაძე.
ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.