კახა კალაძე – ვულოცავ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას, ბედნიერებაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიტულოვანი მოჭადრაკე

14:18, 27.11.2022

ვულოცავ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ჩვენს საამაყო ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას — ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, რომელიც უკვე მერვედ მოიპოვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბედნიერებაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიტულოვანი მოჭადრაკე — თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში. ქალბატონ ნონას ვუსურვებ ჯანმრთელობას, კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი“, – წერს კალაძე.

ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.

მსგავსი