კახა კალაძე - ვინმეს თუ ეჭვი ეპარებოდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემას წარმოადგენდა, რწმუნდება, რომ ეს იყო სიცრუე და ბინძური კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ
კახა კალაძე - ვინმეს თუ ეჭვი ეპარებოდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემას წარმოადგენდა, რწმუნდება, რომ ეს იყო სიცრუე და ბინძური კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ

ვინმეს თუ რაღაცაში კიდევ ეჭვი ეპარებოდა და ფიქრობდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემას წარმოადგენდა, დღეს ყველა რწმუნდება, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიცრუე და ბინძური კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, სააკაშვილს რეალურად არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

„ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა, თუნდაც მკურნალობის თვალსაზრისით, ყველანაირი ხელშეწყობა, რადგან ჩვენთვის ყველა ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა, პატიმარია თუ არა, სიცოცხლის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. დანაშაული მას დამტკიცებული აქვს, თუმცა, როგორც ვისმენთ, კეთდება განცხადებები, რომ სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება. ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პროკურატურა ბრალს დებს სხვა დანაშაულებშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.