კახა კალაძე - ვფიქრობ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დაამტკიცებს
კახა კალაძე - ვფიქრობ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დაამტკიცებს

მე მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შეიძლება კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ არ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ არის ბევრი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს.

„თუ ვერ მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მაშინ არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რომელითაც წლების მანძილზე ტარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.