კახა კალაძე - სწრაფი ტესტები სენსიტიური თემაა და მნიშვნელოვანი ყურადღება სჭირდება
კახა კალაძე - სწრაფი ტესტები სენსიტიური თემაა და მნიშვნელოვანი ყურადღება სჭირდება

ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით მნიშვნელოვანია სწრაფი ტესტების ჩართვის პროგრამაც და მისი ამუშავებაც, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„უკვე გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა სრული განცხადება ყველა იმ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც არის განხორციელებული, თუმცა ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით უკვე მნიშვნელოვანია სწრაფი ტესტების ჩართვის პროგრამაც და მისი ამუშავებაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, შექმნის თუ არა პრობლემას ის ფაქტი, რომ აქამდე ქვეყანაში სწრაფი ტესტები არ შემოსულა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრობლემას არ შექმნის, რადგან ტესტები ტარდება ლუგარის ლაბორატორიაში.

თბილისის მერის განმარტებით, ასევე მობილიზებულია სხვადასხვა ლაბორატორია.

„ბევრი ქვეყანა საუბრობდა, რომ კონკრეტული კომპანიის წარმოდგენილი ტესტები პრობლემას წარმოადგენდა, რადგან არაზუსტი ამოდიოდა მონაცემები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, საფრთხეს უქმნიდა სიტუაციას. შესაბამისად, ეს ცოტა სენსიტიური თემაა და მნიშვნელოვანი ყურადღება სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.