კახა კალაძე - ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, კანაფის თემაზე მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი
კახა კალაძე - ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, კანაფის თემაზე მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი

ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კანაფის კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს პარლამენტში ორი სხვადასხვა კანონპროექტია შესული, რომელთაგან ერთი მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციებს, ხოლო მეორე კანაფის კულტივირებას ეხება.

„ერთი არის რეგულაციების შემოღება, არ დარჩეს საკითხი ღია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ვთანხმდებით, რომ რეგულაციები აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი საზღვრებში მოექცეს და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავიდეთ. მეორე მიმართულებას რაც შეეხება, კანაფის კულტივაციას ეხებოდა კონკრეტული მიზნით, რომ შესაძლებელია ის გამოყენებული ყოფილიყო როგორც საექსპორტო და სხვადასხვა სამედიცინო, მათ შორის კოსმეტიკური მიმართულებით, თუმცა აქ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულია. ამაში ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.