კახა კალაძე - ვერეს ხეობაში ყველაფერი გაკეთდა, რათა სტიქიის შემთხვევაში, მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული
კახა კალაძე - ვერეს ხეობაში ყველაფერი გაკეთდა, რათა სტიქიის შემთხვევაში, მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვერეს ხეობაში ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება გატარებულია და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მასშტაბური სტიქიის შემთხვევაშიც კი, უსაფრთხოება დაცული იყოს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალთან განუცხადა.

„ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი სტიქიისგან, ეს იყო ის, რაც შეიძლება ათი წლის განმავლობაში ერთხელ მოხდეს. ზოგადად, პრევენციის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები, რომლებიც იქნა წარმოებული და ჩატარებული, ძალიან უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული. დამონტაჟებულია ასევე საავარიო სისტემა, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მონიტორინგი, ასევე თვითონ ვერეს ხეობაში განხორციელდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი; ეს არის ნატან-დამჭერების გაკეთება, რათა მაქსიმალურად, დაზღვეულები ვიყოთ, ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი რამ მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი