კახა კალაძე - ვერანაირი მარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას
კახა კალაძე - ვერანაირი მარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას

თბილისის განვითარებასა და აღმშენებლობას ხელს ვერანაირი მარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ტაქსების ლიცენზირების ინიციატივის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა. ისინი მიიჩნევენ, რომ ტაქსის მძღოლების დიდ ნაწილს ლიცენზირება ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალებს.

მერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყოველთვის ეწინააღმდეგებიან მერიის საუკეთესო წამოწყებას.

„ეს არის მარგინალური, პოლიტიკურ პარტიასაც ვერ დავარქმევ, ეს არის გარკვეული სექტა, რომელიც ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში და დაკომპლექტებულია დესტრუქციული ადამიანებისგან. გადახედეთ მერიის ყველა საუკეთესო წამოწყებას და გაიხსენეთ მათი შეფასებები. ვერანაირი მარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში ტაქსების ლიცენზირება იგეგმება. შესაბამისი საკანონდებლო ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია.