კახა კალაძე - ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომელი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, ყველაზე მთავარი არის საზოგადოებისა და ხალხის მხარდაჭერა
კახა კალაძე - ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომელი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, ყველაზე მთავარი არის საზოგადოებისა და ხალხის მხარდაჭერა

უახლოეს მომავალში ოპოზიციასთან უნდა გაიმართოს შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, საარჩევნო სისტემის საკითხზე გარკვეული კონსენსუსი შედგება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო სისტემის საკითხზე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა მოხდეს გარკვეული შეთანხმება, როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.

„ოპოზიციასთან შეხვედრა ალბათ უახლოეს დღეებში შედგება დაველოდოთ და შედეგები ცნობილი იქნება როგორც თქვენთვის, ასე საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო მოდელს, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის ვერც ერთ სისტემაში ვერ ხედავს პრობლემას.

„მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემა 110/40-ზე იქნება, თუ 120/30-ზე, თუ საერთოდ იქნება პროპორციული არჩევნები, ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდში იყო ადამიანების რაოდენობა, გარკვეული ჯგუფი დეპუტატების, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას, შესაბამისად, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება, თუ საარჩევნო სისტემა იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა, საზოგადოების თანადგომა და არა საარჩევნო სისტემები. მომხრე ვარ 120/30-ზეც და მომხრე ვიყავი ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემის. ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომელი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები. ყველაზე მთავარი არის საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.