კახა კალაძე - ვამუშავებთ და განვიხილავთ, რამდენად ეფექტური იქნება​ „ლაგუნა ვერესთან“ გზის გაფართოების პროექტის განხორციელება
კახა კალაძე - ვამუშავებთ და განვიხილავთ, რამდენად ეფექტური იქნება​ „ლაგუნა ვერესთან“ გზის გაფართოების პროექტის განხორციელება

ვამუშავებთ და განვიხილავთ, რამდენად ეფექტური იქნება​ „ლაგუნა ვერესთან“ გზის გაფართოების პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე არსებული ბენზინგასამართი სადგურების აღება, კალაძე აცხადებს, რომ მფლობელებთან მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დასრულებულია.

„პროექტის განხორციელება თავისუფლად არის შესაძლებელი. მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დასრულებული გვაქვს ყველა ბენზინგასამართი სადგურის მფლობელთან და არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგ შემთხვევაში მივდივართ ადგილმონაცვლეობით, ზოგ შემთხვევაში – გამოსყიდვით.

თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ახლა ველოდებით, ეს არის კვლევების შედეგი, რამდენად ეფექტური იქნება პროექტის განხორციელების შემდეგ გამტარუნარიანიბა, შესაბამისად, როდესაც იქნება სრული სურათი, მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კალაძემ.