კახა კალაძე - უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, თუმცა ძალიან ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის წინსვლა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს
კახა კალაძე - უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, თუმცა ძალიან ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის წინსვლა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს

კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, რაც, რასაკვირველია, ყველას გვახარებს, თუმცა ალბათ სწორი ვიქნებოდი, თუ ვიტყოდი, რომ ყველას უნდა გვახარებდეს. ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც ამ პერიოდში თან სდევდა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სხვა არაფერია, თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანამოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დედაქალაქში მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რაც არაკეთილმოსურნეებს არ მოსწონთ.

„2017 წელს გავხდი დედაქალაქის მერი და მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება კარგად ხედავს, რამდენი რამე კეთდებოდა და გაკეთდება. ყოველთვის არის მანიპულაციები, სპეკულაციები, თუნდაც იმ პროექტებთან, რასაც სამშენებლო და დეველოპერული სექტორი აკეთებს, დააკვირდით, როგორი აგრესია არის. ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, მშენებლობას. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. თუმცა ძალიან ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის წინსვლა, განვითარება, აღმშენებლობა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს“, – განაცხადა კალაძემ.