კახა კალაძე უფასო სასადილოების ბენეფიციარებს მადლობას უხდის
კახა კალაძე უფასო სასადილოების ბენეფიციარებს მადლობას უხდის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მოქმედი უფასო სასადილოების ბენეფიციარები მერიის ყველა მითითებას ითვალისწინებენ.

კალაძე ბენეფიციარებს მადლობას უხდის.

„პროცესი დაწყებულია, დღეს, საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. გათვალისწინებულია ყველა ის რეკომენდაცია და უსაფრთხოების ზომები, რომლებიც იყო მოწოდებული შესაბამისი სამსახურების მხრიდან. დღეს უკვე ჩვეულ რეჟიმში მიდინარეობს, ბენეფიციარები მოდიან, ადგილზე ხვდებათ გამგეობისა და მოხალისეთა ჯგუფები, ბენეფიციარების მხრიდან ხდება ყველა მითითების გათვალისწინება და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. საკმაოდ ყურადღებით არიან და ეპყრობიან ჩვენს მითითებებს. პარალელურად, ხდება რეგისტრაცია. იცით, რომ არსებობს მერიის ცხელი ხაზი, სადაც ბენეფიციარებს, ვისაც გარკვეული პრობლემა აქვთ, არ აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე მივიდნენ და წაიღონ საკვები, მათ აქვთ შესაძლებლობა, დარეკონ ცხელ ხაზზე, დააფიქსირონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ საკვების ადგილზე მიტანას“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში მოქმედი უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღეიდან მერიის მიერ დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფები მოემსახურებიან.