კახა კალაძე - უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ჩვენი მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატი
კახა კალაძე - უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ჩვენი მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატი

უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ჩვენი მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჯერ მთავრობა დავამტკიცოთ და შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატად ჩვენი მხრიდან წარდგენილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მთავრობის ფორმირების საკითხს, კახა კალაძის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ერთად მიმდინარეობს კონსულტაციები, რაშიც ჩართულია საპარლამენტო წარმომადგენლობაც.

„უახლოეს დღეებში ყველაფერი ცნობილი გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ და მინისტრობის კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

„დაველოდოთ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ გუნდს“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.