კახა კალაძე - თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა და როდესაც კანდიდატები დასახელდებიან, პირველად ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებთ ყველაფერს
კახა კალაძე - თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა და როდესაც კანდიდატები დასახელდებიან, პირველად ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებთ ყველაფერს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ჯერ ადრეა საუბარი, იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა და როდესაც საარჩევნოდ დასახელდებიან კანდიდატები, საზოგადოება ინფორმაციას პირველ რიგში მისგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებს.

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა. შესაბამისად, როდესაც დრო მოვა, როდესაც მოხდება კანდიდატების დასახელება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, პირველად ჩემგან და პარტიის თავმდჯომარისგან გაიგებთ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.