კახა კალაძე - თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს მეტი რესურსი და მეტად განვითარდეს 
კახა კალაძე - თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს მეტი რესურსი და მეტად განვითარდეს 

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთხელ უკვე გატარდა ძირეული რეფორმა და ახლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ამ რეფორმის შედეგების გამყარება, დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარლამენტი „თვითმმართველობის რეფორმის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყოველდღიურ საქმიანობაში ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობას ჰქონდეს მეტი რესურსი და მეტად განვითარდეს.

„სწორედ ძლიერი თვითმმართველობაა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძი. სწორედ ამ მიდგომით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთხელ უკვე გატარდა ძირეული რეფორმა და ახლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ამ რეფორმის შედეგების გამყარება, დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ თვითმმართველობის განვითარების ახალ ხედვას, რომელსაც მომდევნო წლებში ჩვენი საქმიანობა დაეფუძნება. ამის მიუხედავად, ვფიქრობ არც ერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას თანაბრად არ გაიზიარებს ყველა – ცენტრალური ხელისუფლება, თვითმმართველობა და მთლიანად, საზოგადოება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში.

“აუცილებელია ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის ხარისხის ზრდას, გაიზარდოს თვითმმართველობის უფლებამოსილება და რესურსები, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის მიზანია, მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის რეფორმაში.

“ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო სიახლოვე იყოს მოსახლეობასთან. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს, ჩაერთონ რეგიონების ქალაქების განვითარებაში ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც არის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ღონისძიება იქნება ნაყოფიერი”, – განაცხადა კახა კალაძემ.