კახა კალაძე - თბილისში საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს დღეებში მიიღებს
კახა კალაძე - თბილისში საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს დღეებში მიიღებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საახალწლო ღონისძიებების ადგილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს დღეებში მიიღებს. ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვას, სად დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და სად ჩატარდება საახალწლო ღონისძიებები იმის გათვალისწინებით, რომ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ კარვებია გაშლილი.

„ეს ხომ მარტო ნაძვის ხის თემა არ არის. აქ საუბარია საახალწლო ღონისძიებებსა და სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენაზე, რომლითაც პატარები, მომავალი თაობები ყოველწლიურად ერთობიან და ელოდებიან. გადაწყვეტილებას, თუ სად იქნება, როდის და როგორ განთავსდება ნაძვის ხე, უახლოეს დღეებში გავაცნობ მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.